შს მინისტრის მოადგილე: დედაქალაქში დაახლოებით 50 ე.წ. ჭკვიანი კამერაა დამონტაჟებული და ყოველდღიურად ემატება

დედაქალაქში დაახლოებით 50 ე.წ. ჭკვიანი კამერაა დამონტაჟებული და ყოველდღიურად ემატება – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, კამერები დღეს სატესტო რეჟიმში მუშაობს, თუმცა 1 ნოემბრიდან უკვე დაიწყება დამრღვევი მძღოლების დაჯარიმება.
შს მინისტრის მოადგილის თქმით, კამერების დამონტაჟების მიუხედავად ქუჩებში საპატრულო პოლიცია დარჩება. “დედაქალაქში დაახლოებით 50 ე.წ. ჭკვიანი კამერაა დამონტაჟებული და ყოველდღიურად ემატება. წლის ბოლომდე დაგეგმილი გვაქვს, რომ ავტობანი იყოს დაფარული. ასევე თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ხაშური და გორი წელს უნდა დავფაროთ. ყველა პატარა ქალაქშიც კი, სადაც დიდი მოძრაობაა, დამონტაჟდება აღნიშნული კამერები. 2018 წლის ბოლოსთვის ჩვენ უნდა გვქონდეს დამონტაჟებული 3 ათასამდე ე.წ. ჭკვიანი კამერა მთელი საქართველოს მასშტაბით”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები