განათლების საერთაშორისო ცენტრმა კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამა გამოაცხადა

9 ოქტომბერს განათლების საერთაშორისო ცენტრმა კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში, საკონკურსო განაცხადების მიღება დაიწყო.
კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების კურსდამთავრებულების ჩაბმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობაში, აგრეთვე ხელი შეუწყოს კურსდამთავრებულებისა და ცენტრის მიმდინარე გრანტის მფლობელების თანამშრომლობას ერთობლივი პროექტებისა და კვლევების განხორციელების მიზნით.
მცირე საგრანტო პროგრამის კონკურსში განაცხადის შემოტანის უფლება აქვთ ცენტრის კურსდამთავრებულებს, რომლებმაც ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში მოიპოვეს დაფინანსება და განაცხადის გაკეთების დროისთვის დასრულებული აქვთ სწავლა.
მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ცენტრის კურსდამთავრებულებმა შეიძლება წარადგინონ პროექტები, რომლებიც ითვალისწინებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინსტიტუციურ და აკადემიურ განვითარებას. ერთობლივი პროექტების ფარგლებში, კურსდამთავრებულებმა, შესაძლებელია, შექმნან საინიციატივო ჯგუფი, რომლის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 7-ს. საპროექტო განაცხადში უნდა იქნეს მითითებული საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი. პროექტის სპეციფიკიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, პროექტში შესაძლებელია ცენტრის იმ სტიპენდიანტების ჩართვა, რომლებსაც სწავლა ჯერ არ დაუსრულებიათ.
მცირე საგრანტო პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია:
 სწავლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური განვითარება;
 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური განვითარება;
 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი კვლევის წარმართვა.
კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში აკადემიური და ინსტიტუციური საპროექტო თემები შეირჩევა პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შეთანხმებით.
კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის საკონკურსო განაცხადების მიღება მოხდება 9 ნოემბრის 19:00 სთ-მდე, თბილისის დროით. დადგენილ ვადაში დაინტერესებული პირები შეძლებენ ელექტრონული განაცხადის შევსებასა და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვას ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში: https://app.iec.gov.ge/.
პროექტებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით. შეაფასებს საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობაში შევლენ ცენტრის კურსდამთავრებულები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.
დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითოეულ პროექტზე შეადგენს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარს. კონკურსის მონაწილეებს შეუძლიათ მოითხოვონ სრული, ან ნაწილობრივი დაფინანსება, ასევე მოიძიონ დაფინანსების (ფულადი და/ან ნატურით) სხვა წყაროები.

პროგრამის დეტალური აღწერისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის სანახავად იხილეთ ბმული – http://iec.gov.ge/4310
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები