ბათუმში მსუბუქი ავტომანქანა ექვსი წლის ბავშვს დაეჯახა

აჭარაში, ბათუმში მსუბუქი ავტომანქანა ექვსი წლის ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ბავშვი უახლოეს საავადმყოფოში კონტაქტურ მდგომარეობაში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები