აზიური ფაროსანას შემოსევის გამო ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა

ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა. აღნიშნულის მიზეზი აზიური ფაროსანას შემოსევა გახდა.
როგორც საბავშვო ბაღის თანამშრომლები აცხადებენ ფაროსანას თითქმის დაფარული ჰქონდა ფანჯრები და კედლები, რის გამოც სასწავლო პროცესის შეჩერება გადაწყვიტეს.
“სიტუაციის შესახებ დაუყოვნებლივ ვაცნობეთ ბათუმის ბაღების გაერთიანებას. ადგილზე შემოწმების შემდეგ დირექტორმა მერიასთან შეთანხმებით სასწავლო პროცესის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო”,-განაცხადა ბაღის გამგემ თამარ ნაგერვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები