ვერა-მარტინი: სსფ-ს პროგრამით განსაზღვრული ყველა ციფრობრივი კრიტერიუმი შესრულებულია

სსფ-ს პროგრამით განსაზღვრული ყველა ციფრობრივი კრიტერიუმი შესრულებულია და უმეტეს შემთხვევებში, მნიშვნელოვანი გადაჭარბებით, – ამის შესახებ სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საქართველოს ეკონომიკური პროგრამა შთამბეჭდავად დაიწყო. ეკონომიკის მოსალოდნელზე სწრაფ ზრდას გონივრულმა პოლიტიკამ და სავაჭრო პარტნიორების მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ შეუწყო ხელი. გავზარდეთ, უწინ ნავარაუდევი 3.5 პროცენტის ნაცვლად 2017 წლის ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტამდე. ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობდა ექსპორტი, ტურიზმი და ინვესტიციები. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2017 წელს შემცირდება მშპ-ს 10.4 პროცენტამდე, 2016 წლის 12.8 პროცენტთან შედარებით. საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას დაგეგმილი რეფორმების განხორციელებით, რაც ხელს შეუწყობს კერძო ინვესტიციების, მწარმოებლურობის და ექსპორტის კონკურენტულობის ზრდას,” – განაცხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები