საქართველოს მთავარი პროკურორი იანოშ ჰერმანს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, მის აღმატებულება იანოშ ჰერმანს შეხვდა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე იანოშ ჰერმანი საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე რეფორმებით დაინტერესდა, მათ შორის უწყების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ირაკლი შოთაძემ სტუმარს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში და საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის დახვეწის კუთხით პროკურატურის მიერ განხორციელებულ აქტივობებს.
საქართველოს მთავარმა პროკურორმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ პროექტების ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროკავშირი უწყების კიდევ უფრო განვითარებისა და ეფექტურობის ამაღლების კუთხით ახორციელებს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა საქართველოს პროკურატურასა და ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები