გულიკო ზუმბაძე: ტერიტორია, სადაც შენდება ბეტონის ქარხანა, არის სასოფლო-სამეურნეო ზონა

გადაწყვეტილების მიმღები და დაინტერესებული მხარე ჩქარობდა, ახალი გენგეგმის მიღებამდე მიეღო გადაწყვეტილება, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, გულიკო ზუმბაძემ განაცხადა.
გულიკო ზუმბაძე ბეტონის ქარხნის მშენებლობას ეწინააღმდეგება და აღნიშნავს, რომ ტერიტორია, სადაც ქარხანა უნდა აშენდეს, ეკოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობას. მისივე ინფორმაციით, ლილოს ამ აღნიშნულ მონაკვეთზე ტერიტორია განკუთვნილია რეკრეაციული ზონისთვის.
„შეუძლებელია იქ არსებობდეს ბეტონის ქარხანა, რადგან ამ შემთხვევაში დამაბინძურებელ გარემოში ვერ იფუნქციონირებს ვერც სამედიცინო ცენტი. სამწუხაროა, რომ ეს ტერიტორია 2017 წელს ერთ ლარად სახელმწიფოსგან არის გაყიდული და ვინმე დოდო კილაძეს შემოტანილი აქვს პროექტის ფორმა, რომელიც გაურკვეველია, საერთოდ ვის წარმოადგენს. ეს ტერიტორია არის შპს „ნეოსტარის“. მე მივმართავ მათ, რომ ყოვლად დაუშვებელია ამ დასახლებაში ამ ქარხნის მშენებლობა, ეს იქნება დამღუპველი ამ ტერიტორიის მოსახლეობისთვის, მე ვთხოვ „ნეოსტარის “წარმომადგენლებს, თავად შეცვალონ პროექტი, რათა არ მოესპოს ამ ტერიტორიას ახალი პერსპექტიული განვითარების შესაძლებლობა“, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე ინფორმაციით, წინუბნის მოსახლეობამ უკვე შეაგროვა ხელმოწერები ქარხნის მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები