ზაზა ჩხაიძე: კომპანია არის კრიზისიდან გამოსასვლელ მდგომარეობაში

მოხდა კომპანიაში ინციდენტი და სამართალდამცავები დაადგენენ სიმართლეს, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანია „ალბატროსის“ გენერალურმა დირექტორმა, ზაზა ჩხაიძემ განაცხადა.
ზაზა ჩხაიძემ იმ ინციდენტზე ისაუბრა, რასაც კომპანია „ალბატროსში“ თანამშრომლების გაფიცვა მოჰყვა.
„როცა მოხდა ინციდენტი მე სამსახურში არ ვიმყოფებოდი, კომპანია კრიზისიდან არის გამოსასვლელი. მომხდარს სამართალდამცავები მიხედავენ. თანამშრომლებს დაპირისპირება მოუხდათ ერთმანეთთან, გაბრიელ მგალობლიშვილს გამოეხმაურნენ მისი საამქროს თანამშრომლები და სცემეს მეორე თანამშრომელი. ერთ-ერთი მათგანი კომპანიაში ვეღარ გაჩერდებოდა. მოხდა უმნიშვნელო გაუგებრობა, კომპანიამ შეცდომით ჩაურიცხა გარკვეულ თანამშრომელს თანხები, მათ კი არ განაცხადეს. კომპანია კრიზისიდან არის გამოსასვლელი. ეს კომპანიის შეცდომა იყო“, – განაცხადა ზაზა ჩხაიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ადმინისტრაციის თანამშრომლების ინფორმაციით, კონფლიქტის თვითმხილველი არავინ არის, როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამბავი დაპირისპირებული მხარეების მონაყოლის შედეგად მიიღეს. დღეის მდგომარეობით, მომხდარ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები