სოფელ გურიანთაში თოფით მამაკაცი მოკლეს
გურიაში, ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთაში მკვლელობა მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, თოფითაა მოკლული. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.