ნანა და მერი გელაშვილების ნაქარგი სურათების გამოფენა გაიხსნება
14, 15 და 16 ოქტომბერს, 12 საათიდან 20:00 საათამდე არტგალერეა „შავ ლომში“ დედა-შვილის, ნანა და მერი გელაშვილების ნაქარგი სურათების გამოფენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ნანა გელაშვილმა განუცხადა, წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის ტექნიკით შესრულებული ხელით ნაქარგი 70 სურათი.
„ჩემი გოგონა, მერი გელაშვილი, სტუდენტია, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობს და თან მუშაობს. მას ქარგვა მე შევაყვარე და მისი ნამუშევრები ძალიან ლამაზია“, – აღნიშნა ნანა გელაშვილმა.
გამოფენის ადგილი – ზ. ფალიაშვილის ქ. 88.
