საბურთალოს მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, საბურთალოს მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა სამუშაოებია.
კომპანიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესების მიზნით, 11:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, ცაგარელის და ბურძგლას ქუჩების მცხოვრებლებს; გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 12:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პოლიტკოვსკაიას და მინდელის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები