პარლამენტის თავმჯდომარე ფრიდონ თოდუას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ფრიდონ თოდუას გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.
„საქართველოს პარლამენტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აკადემიკოს ფრიდონ თოდუას გარდაცვალების გამო.
ბატონი ფრიდონი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იდგა ქვეყნისა და ადამიანების სამსახურში. ფრიდონ თოდუას გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის და თანამედროვე მედიცინისთვის.
ვუთანაგრძნობ მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები