„ამბასადორი კაჭრეთი” 8 ოქტომბერს სროლისა და ცხენოსნობის ჩემპიონატს მასპინძლობს

„ამბასადორი კაჭრეთი” კვირას, 8 ოქტომბერს ცხენოსნობაში „მსოფლიო თასს“ და შორ მანძილზე სროლაში „კაჭრეთის ჩემპიონატს“ მასპინძლობას, რომელშიც პროფესიონალები მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც „კვირას“ ცხენოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზაზა ჩიტრეკაშვილმა განუცხადა, ჩემპიონატში სხვადასხვა ქვეყნის 20-მდე პროფესიონალი მხედარი მიიღებს მონაწილეობას.

„კაჭრეთის ამბასადორში „მსოფლიო თასის“ შესარჩევი ეტაპი გაიმართება. ჩემპიონატში 20-მდე პროფესიონალი მხედარი საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან მიიღებს მონაწილეობას. შესარჩევი ეტაპი სამი დღე – პარასკევი, შაბათი და კვირა გაგრძელდება“, – განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა.

„ამბასადორი კაჭრეთის” სასროლეთის მენეჯერმა, გენადი ხოსიაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ თამაშდება „ამბასადორის თასი“, რომელიც გამარჯვებულს გადაეცემა.

„ჩვენ გვეყოლება საქართველოს წარმომადგენლები. შეჯიბრში სხვადასხვა კლუბის როგორიცაა: „ჩუბინი“, „ლეგიონი“ და ა.შ. წევრები იასპარეზებენ. ჩემპიონატი კვირას, 8 ოქტომბერს „კაჭრეთის ამბასადორში” გაიმართება. გათამაშდება „ამბასადორის თასი“, რომელიც გამარჯვებულს გადაეცემა და შემდგომ, სურვილისამებრ, ან კაჭრეთში დარჩება ან გამარჯვებული წაიღებს“, – აღნიშნა გენადი ხოსიაშვილმა.

  

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები