ქალაქ რუსთავში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში შიდა გზების მოწესრიგება გრძელდება. როგორც „კვირას“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, რუსთავში, თოდრიას ქუჩის ასფალტირება დასრულების ეტაპზეა. წლების მანძილზე, აქ არსებული ორმოების გამო, ტრანსპორტს ექმნებოდა ავარიული სიტუაციები და ფეხით მოსიარულეებსაც უჭირდათ გადაადგილება. პროექტის ფარგლებში, გზის სავალი ნაწილი შეკეთდა, მოეწყო ტროტუარები და სანიაღვრე არხები. რუსთავის მოსახლეობა მალე მოწესრიგებულ გზებზე კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს.
მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორთან, გიგა ნემსაძესთან და რუსთავის მერთან, დავით ჯიქიასთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები