თეა წულუკიანი: ძალიან მალე, სტრასბურგში გვეყოლება საქართველოდან არჩეული ახალი მოსამართლე

“იმედი მაქვს, ძალიან მალე, სტრასბურგში გვეყოლება საქართველოდან არჩეული ახალი მოსამართლე”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ მომდევნო კვირაში ველოდებით სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატებთან გამართული კონკურსის მესამე ეტაპს. სამპირიანია სია, რომელიც მოწონებული იქნა, მათ შორის, გასაუბრებების შედეგად, ბოლო ეტაპს გაივლის. ეს გახლავთ ასამბლეაზე კენჭისყრა და მე იმედი მაქვს, რომ ეს კენჭისყრა ქვეყნისთვის წარმატებით დასრულდება და ჩვენ სტრასბურგში გვეყოლება, ძალიან მალე, საქართველოდან არჩეული ახალი მოსამართლე“,- აღნიშნა წულუკიანმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) საქართველოდან წარდგენილ სტრასბურგის მოსამართლეობის სამ კანდიდატს 10 ოქტომბერს უყრიან კენჭს.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც წარდგენილი კანდიდატებიდან კომიტეტმა ლადო ჭანტურიას გაუწია რეკომენდაცია. ლადო ჭანტურიასთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობისთვის საქართველოდან წარდგენილნი არიან ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები