რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა


რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით დაზარალებული 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცია.

მამაკაცი სასწრაფო დამხარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები