ვახტანგოვის თეატრში ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლის – „რიჩარდ III“-ის პრემიერა გაიმართება

7 ოქტომბერს, ევგენი ვაგტანგოვის სახ. აკადემიური თეატრის ახალ სცენაზე  ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლის „რიჩარდ III“-ის პრემიერა გაიმართება.
როგორც „კვირას“ თეატრში განუცხადეს, გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი შექსპირის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პიესას – „რიჩარდ III“-ს გააცოცხლებს.
სპექტაკლზე ქართული სადადგმო ჯგუფი მუშაობს. სცენოგრაფია ეკუთვნის მირიან შველიძეს, კოსტუმების მხატვარია თეო კუხიანიძე, ხოლო მუსკალური გაფორმება ელისო ორჯონიკიძემ განახორციელა.
სპექტაკლში დაკავებულები არიან ცნობილი მსახიობები – მაქსიმ სევრინოვსკი, ოლგა ტუმაიკინა, ელენა სოტნიკოვა, ქსენია კუბასოვა, იგორ კარტაშოვი და სხვ.
ავთანდილ ვარსიმაშვილი დადგმის შესახებ: 
„პიესა „რიჩარდ III“ გენიალურია. ეს არის ძალაუფლების ენციკლოპედია, ტახტის დაპყრობის სახელმძღვანელო. შექსპირმა შეუცდომლად გამოიცნო ყველა დროის დიქტატორების ხასიათი. ნაპოლეონის, ჰიტლერის, სტალინის დაბადებამდე მრავალი წლით ადრე მან თითქოს იწინასწარმეტყველა მათი გამოჩენა, და უზურპატორის პიროვნების დაშლის ფსიქოლოგიური პორტრეტი შექმნა. მე ზუსტად ეს თემა მაინტერსებს: როგორ ცხოვრობს ადამიანი, როდესაც მის ცხოვრებაში აღარ არის ნამდვილი მიზანი. შექსპირის თამაშს განსაკუთრებული მსახიობები სჭირდება.
აუცილებელია შეძლო, უმალ შეცვალო თამაშის ტემპი. სხვა ავტორებისგან განსხვავებით, შექსპირს არ სჭირდება ფსიქოლოგიური სიმართლე – მას მხოლოდ თეატრალური სიმართლე სჭირდება. ამიტომაც ძალიან მადლობელი ვარ ჩემი უფროსი მეგობრის, რეჟისორ რიმას ტუმინასის, რომ მომეცა შესაძლებლობა, დავდგა შექსპირი ვახტანგოვის თეატრში, სადაც ზუსტად იციან ნამდვილი თეატრალურობის ფასი“.

დიმიტრი დუბინსკის ფოტოები

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები