საგანმანათლებლო პროგრამა – ,,თანამედროვე ხელოვნების რუკა“ იწყება

7-21 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, საგანმანათლებლო პროგრამა ,,თანამედროვე ხელოვნების რუკა“ განხორციელდება.
როგორც „კვირას“ ეროვნულ მუზეუმში განუცხადეს,  პროექტის ,,თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ ფარგლებში გამოცხადებული იყო კონკურსი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის – ,,თანამედროვე ხელოვნების რუკა“. კონკურსში გაიმარჯვა ელენე აფრიამაშვილისა და ავთანდილ მოდებაძის პროექტმა.
მუზეუმები ინახავენ და იცავენ კულტურულ მემკვიდრეობას, რაც სამუზეუმო სივრცის საგანმანათლებლო რესურსად ქცევასაც გულისხმობს. პროექტის მიზანია, ამ სივრცეში შეიყვანოს ბავშვები და ინტერაქტიული თამაშებით გააცნოს თანამედროვე ხელოვნება, რაც ხელს შეუწყობს მათი აზროვნების ჩამოყალიბებას. მხიარული ლექციებისა და ინტერაქტიული თამაშების ფორმა კი დაეხმარება, აღმოაჩინონ თანამედროვე ხელოვნება და გამოხატონ საკუთარი თავი.
საგანმანათლებლო პროგრამა ,,თანამედროვე ხელოვნების რუკა“, სამუზეუმო სივრცეში საშუალებას მისცემს ბავშვებს, ჰქონდეთ თავისუფალი წვდომა მასალებზე, ექსპონატებზე, დაათვალიერონ და გაეცნონ თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს, წამახალისებელი შეკითხვებითა და მხიარული თამაშებით გამოხატონ საკუთარი იდეები. ინტერაქტიული თამაშები განსხვავებული მიდგომისა და შესრულების საშუალებას იძლევა, რაც ადასტურებს, რომ ბავშვების მიერ ხელოვნების აღმოჩენის მრავალი გზა არსებობს.
პროექტი ,,თანამედროვე ხელოვნების რუკა” მოიცავს ოთხ პროგრამას, ბავშვებისთვის განკუთვნილ სალექციო ფორმასა და მხიარულ ინტერაქტიულ თამაშებს, რაც გულისხმობს, ხელოვნების ვიზუალურად, ფოტო და ვიდეომასალის სახით გაცნობას.

პროგრამა:
• 7 ოქტომბერი, 2017, 15:00
მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი – „ხელოვნება როგორც თამაშისა და გართობის საშუალება.“
• 29 ოქტომბერი, 2017, 15:00
ხელოვნებათმცოდნე ქეთევან შავგულიძე – „რა ენაზე გვესაუბრება თანამედროვე ხელოვნება“.
პერფომანსი. იაპონელი ხელოვანი იაიოი კუსამა.
ინტერაქტიული თამაში – ,,ფერადი სამყარო.“
• 19 ნოემბერი, 2017, 15:00
ხელოვნებათმცოდნე ქეთევან შავგულიძე.
არტისტი ანდრო ერაძე – „ხედვის ენა“.
• 10 დეკემბერი, 2017, 15:00
ხელოვნებათმცოდნე ქეთევან შავგულიძე – „რა ენაზე გვესაუბრება თანამედროვე ხელოვნება“.
კოსტიუმი და ნიღაბი. არტისტი უტა ბექაია.
ინტერაქტიული თამაში – „კარნავალი“.

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ.8

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები