ამბროლაურში ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსი  დაიწყო

6 ოქტომბერს, 11 საათზე, ამბროლაურში, ცნობილი ქართველი მთარგმნელის, მწერლისა და ფილოსოფოსის, ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსი – ,,შემოდგომა რაჭაში – მწიგნობარი ” გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონკურსში მონაწილეობა 11-15 წლამდე და 15-21 წლამდე მოზარდებსა და ახალგაზრდებს შეუძლიათ და მოიცავს  9 ნომინაციას:

1. ისტორიული რომანი;
2. კლასიკოსები;
3.პოეზია,უპირველეს ყოვლისა;
4.მე-20 საუკუნის მოთხრობა;
5. თანამედროვე მწერლობა;
6. პუბლიცისტიკა;
7. საბავშვო მოთხრობა (11-დან 15- წლამდე);
8. თავისუფალი თემა (წერითი);
9. ბაჩანა ბრეგვაძე და მისი მრავალმხრივი შემოქმედება.
„კონკურსი 6 და 7 ოქტომბერს ამბროლაურის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართება. პროცესში ჩართულია ყველა სასოფლო ბიბლიოთეკა და საჯარო სკოლა. დარეგისტრირებულია 251 კონკურსანტი სხვადასხვა ნომინაციაში. მიღწევებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური. გვეყოლება ძალიან ცნობილი და სახელგანთქმული სტუმრები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონკურსის მხარდასაჭერად ცხადდება მწიგნობართა სახალხო მობილიზაცია.
ღონისძიება იმართება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით და ამბროლაურის მერიის მხარდაჭერით. საკონკურსო ტესტები შედგენილია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მაღალკვალიფიციური თანამშრომლების მიერ. ტესტები ამბროლაურში ჩამოვა 6 ოქტომბერს პასუხისმგებელ პირთა ორგანიზებით. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება 7- ოქტომბრის საღამოს, სახალხო ოვაციების ფონზე!“ – აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები