დავით მათიკაშვილი: ვთვლი, რომ ვენეციის დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პოზიტიური იქნება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა პოზიტიური იქნება.
მისივე თქმით, ვენეციის კომისია საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს დიდი ხანია აკვირდება.
„ვენეციის კომისიამ ის განწყობები კარგად იცის, რომელიც კონსტიტუციასთან მიმართულებაში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხელისუფლებას ჰქონდა. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება მეტი დემოკრატიისა და განვითარების მომხრეა. შესაბამისად, ვთვლი, რომ დასკვნა პოზიტიური იქნება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრის გამართვის მიზნით, ვენეციაში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკვე გაემგზავრა. ვენეციის კომისია საქართველოსთან მიმართებით საბოლოო დასკვნას მიმდინარე კვირას გამოაქვეყნებს.