ზვიად ძიძიგური: თაბორის მთაზე 40 ჰექტარი მწვანე რეკრეაციული ზონა კეთდება

თაბორის მთაზე რაც კეთდება, თბილისს ჯერ არ ჰქონია, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა. ძიძიგური ოპონენტებს პასუხობს და ურჩევს, ბიძინა ივანიშვილის ლანძღვისთვის თაბორის მთის პროექტს ნუ გამოიყენებენ.
„ის, რაც კეთდება თაბორის მთაზე არის უპრეცედენტო პროექტი, თბილისელებს მსგავსი სახის დასასვენებელი ადგილი ჯერ არ ჰქონიათ. 40 ჰექტარი რეკრეაციული ზონა კეთდება თაბორის მთაზე, თავის დასასვენებელი პარკებით და კეთილმოწყობილი ადგილებით, ამიტომ ვინატროთ, რომ კიდევ გამოჩნდნენ ინვესტორები ვისც მსგავს პროექტებს დააფინანსებენ და ვურჩევ ოპოზიციას, ნუ იყენებენ თაბორის მთას ბიძინა ივანიშვილის ლანძღვისთვის. ეს პროექტი როცა დასრულდება ვკითხოთ თბილისელებს მოეწონებათ თუ არა”, -განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები