“პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული საუბარი შედგა”

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მმართველის გუნდის წარმომადგენლებისა და პრეზიდენტის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ მოისმინა უმრავლესობის წარმომადგენლების მოსაზრებები.

აბაშიშვილმა არ გამორიცხა, რომ ოპოზიციასთან და სხვა პოლიტიკურ ძალებთან დამატებითი კონსულტაციები კვლავ გაიმართოს.

აბაშიშვილის თქმით, შესაძლოა, საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ამ დამატებითი შეხვედრებისა და კონსულტაციების შემდეგ მიიღოს.

„საქართველოს პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული საუბარი შედგა. ცხადია, ამ შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა იმ ორს საკითხს, რომელიც არის დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებებთან. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი კონსულტაციებს ყველა პოლიტიკურ ძალასთან აგრძელებს. უახლოეს დღეებში საქართველოს პრეზიდენტისა და მისი გუნდის მხრიდან არ დააკლდება მცდელობა იმ მოქმედებებს , რომ პოზიციები მეტად იყოს დაახლოებული კონსენსუსისკენ“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები