საუბრები თანამედროვე იტალიურ ლიტერატურაზე ხათუნა ცხადაძესთან ერთად

23 ოქტომბერს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლში, ციკლის – „საუბრები ლიტერატურაზე“ ფარგლებში, გაიმართება საჯარო ლექცია თანამედროვე იტალიურ ლიტერატურაზე.
როგორც „კვირას“ მწერალთა სახლში განუცხადეს, თანამედროვე იტალიური ლიტერატურის შესახებ საუბრებს გაუძღვება ხათუნა ცხადაძე და იგი რამდენიმე თვე გაგრძელდება.
„მეოცე საუკუნის იტალიას ქართველები, ძირითადად, კინოთი ვიცნობთ. იტალიური კინოს მნიშვნელობა და მხატვრული ღირებულება უდავოა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ იტალიური ლიტერატურა ქართულ ენაზე ბოლო წლებამდე თითქმის არ იყო ნათარგმნი. ამ შეხვედრების მიზანი სწორედ იმ ავტორებზე, იმ წიგნებზე საუბარია, რომლებმაც თანამედროვე იტალია შექმნეს.
ვისაუბრებთ თანამედროვე იტალიურ ლიტერატურაზე (მეორე მსოფლიო ომის წლებიდან დღემდე) და იმ ისტორიულ, სოციალურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ ასპექტებზე, რომლებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდა ლიტერატურულ პროცესებზე იტალიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
ვისაუბრებთ რამდენიმე მნიშვნელოვან ავტორზე (დინო ბუცატი, ჯუზეპე ტომაზი დი ლამპედუზა, პიერ პაოლო პაზოლინი, ჩეზარე პავეზე, ელზა მორანტე, იტალო კალვინო, ანტონიო ტაბუკი და სხვები)“, – აცხადებენ მწერალთა სახლში.
შეხვედრები წარიმართება ინტერაქტიურ, დისკუსიის ფორმატში და ნაჩვენები იქნება საგანგებოდ შერჩეული თემატური ვიდეომასალაც. დასწრება ყველა ასაკისა და პროფესიის მსმენელს შეუძლია: სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისაც იტალია და იტალიური ლიტერატურა აინტერესებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები