შსს-ს აკადემიას აზერბაიჯანის შსს-ს პოლიციის აკადემიის დელეგაცია ესტუმრა

შსს-ს აკადემიას აზერბაიჯანის რესპუბლიკის შსს-ს პოლიციის აკადემიის მმართველობის ორგანიზებისა და გადამზადების ფაკულტეტის, სპეციალური ტექნიკის კათედრის, სამხედრო კათედრისა და დაუსწრებელი ფაკულტეტის ხელმძღვანელები ეწვივნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის დელეგაციის წარმომადგენლები შსს-ს აკადემიის რექტორს გივი მიქანაძეს, პრორექტორებს და აკადემიის სხვადასხვა ფაკულტეტის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. სტუმრებმა შსს-ს ერთობლივი მართვის ცენტრი, განსაკუთრებულ დავალებათა, საექსპერტო-კრიმინალისტიკური და „112“-ის დეპარტამენტები დაათვალიერეს და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. ვიზიტი საქართველოს შსს-ს აკადემიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შსს-ს პოლიციის აკადემიას შორის პოლიციელთა განათლების სფეროში გაფორმებული თანამშრომლობის შესახებ პროტოკოლის ფარგლებში განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები