15-16 სექტემბერს სამხრეთ კავკასის მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა II საერთაშორისო ყრილობა გაიმართება

15-16 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო radissonblu -ში, სამხრეთ კავკასის მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა II საერთაშორისო ყრილობა გაიმართება. „ჩაჩავას კლინიკის” ინფორმაციით, საერთაშორისო ყრილობაში მონაწილეობას საქართველოსთან ერთად კიდევ რამდენიმე ქვეყანა მიიღებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ღონისძიებაზე დასასწრებად რეგისტრაციის გავლაა საჭირო.
“15-16 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო radissonblu -ში, სამხრეთ კავკასის მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა II საერთაშორისო ყრილობა გაიმართება, რომელიც მეან- გინეკოლოგიის აქტუალურ საკითხებს მიეძღვნება.
საერთაშორისო ყრილობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, ისრაელის, ამერიკის, რუსეთის, თურქეთის, ავსტრიის, სომხეთის,აზერბაიჯანის, უკრაინის, საბერძნეთის და ბელორუსიის მეან-გინეკოლოგები და პერინატოლოგები.
ყრილობაში მონაწილეობისთვის საჭიროა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია.
ს/კ 204446796 კოსტავას 38 ს.ს „თიბისის ბანკი“ საბანკო კოდი – TBCGE22 ანგარიშის ნომერი: GE71TB7879736020100004
რეგისტრაციის საფასური შეადგენს 50 ლარს.რეგისტრაცია გრძელდება 14 სექტემბრის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ნიკოლოზ კინტრაია- საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი – 599 16 82 84
დოდო სიგუა- მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი-599 54 76 24”,-აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები