ამერიკელი როკ მუსიკოსი ტომ პეტი გულის შეტევით გარდაიცვალა

ამერიკელი როკ მუსიკოსი ტომ პეტი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვეტერანი გიტარისტი მალიბუში, საკუთარ სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მათი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
პეტი ჯგუფის Tom Petty and the Heartbreakers დამაარსებელია, რომელიც 1976 წლიდან არსებობს.
იგი ჯგუფ “ჰართ-ბრეიქერის” სოლისტი იყო, აქტიურად თანამშრომლობდა ბობ დილანთან და მის საკონცერტო ტურნეებშიც მონაწილეობდა.
ტომ პეტი როკ ენ როლის ლეგენდების სიაშიცაა. მას ვარსკვლავი დიდების ხეივანში 2002 წელს გაუხსნეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები