ნუკრი ქანთარია: პრეზიდენტი რომ უდგას კრიჭაში კონსტიტუციას, ეს ცოტა გასაკვირია

ოპოზიცია რომ აკრიტიკებდეს კონსტიტუციას, ეს კიდევ მისაღებია, პრეზიდენტი თავის საქციელით ჩრდილს აყენებს ამ ინსტიტუტს, -ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
ქანთარიას მიაჩნია, რომ პრეზიდენტს შეუძლია ამ ეტაპზე შეიტანოს ის ორი შენიშვნა, რაც ბონუსებს და ბლოკებს უკავშირდება, თუმცა პარლამენტარი თვლის, რომ მარგველაშვილს სხვა შენიშვნებიც ექნება.
„პრეზიდენტი რომ უდგას კონსტიტუციას კრიჭაში, ეს ცოტა გასაკვირია. მე ვფიქრობ, რომ გარდა ბლოკების და ბონუსების საკითხებისა, მარგველაშვილს სხვა შენიშვნებიც ექნება. ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციურ სპექტრს, რომ ეს უხერხულობა დაგვესრულებინა, პრეზიდენტს შეეძლო გაეკეთებინა რეალური საქმე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არ გააკეთებს, რადგან მან შეკრიბა ოპოზიციური სპექტრი და მოუწოდა უფრო მეტი შენიშვნები დაესახელებინათ. მარგველაშვილს ამ საკითხზე, ამ ორ მოტივირებულ შენიშვნაზე მზაობა არ გამოუხატავს”,-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები