ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბანში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება

2017 წლის საინვესტიციო პროექტებს შორის, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება წყალმომარაგების ქსელის განახლება და განვითარებაა.
ამ მხრივ აღსანიშნავია, ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში მიმდინარე მასშტაბური რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მაგისტრალურ წყალსადენს შეცვლის და ახალ განშტოებებს მოაწყობს, რაც ჯამში 27 კმ-ს შეადგენს. ამასთან ერთად, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი ურდულები და რეგულატორები დამონტაჟდება. აღნიშნულ პროექტში კომპანია 3.5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
,,ივერთუბნის დასახლებაში წყალმომარაგების ქსელის სრული განახლება და განვითარება უმნიშვნელოვანესი პროექტია მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის და დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის. სამუშაოები რამდენიმე წერტილში აქტიურად მიმდინარეობს და ნოემბრის თვეში დასრულდება’’, – აცხადებს კომპანიის ოპერაციების მართვის დირექტორი მამუკა კიკალიშვილი.
შეგახსენებთ, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” 2017 წელს უპრეცედენტო ინვესტიციას ახორციელებს, რაც 81.3 მლნ ლარს შეადგენს.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები