ბექა ნაცვლიშვილი: პრეზიდენტისგან ვეტოს ველოდებით

თუ გავითვალისწინებთ პრეზიდენტის წარმომადგენლის პათოსს, ვეტოს უნდა ველოდოთ, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ბექა ნაცვლიშილმა განაცხადა.
როგორც მმართველი გუნდის წევრი აღნიშნავს, ვეტოს ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზებები იქნება გათვალისწინებული.
„პრეზიდენტისგან ველოდებით ვეტოს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ძალიან კარგი შეთავაზება იყო პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომ იქნება საკითხები ბლოკებთან და გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით, ამიტომ ვფიქრობ, რომ ვეტოს ფარგლებში, ეს ყველაფერი იქნება გათვალისწინებული”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე ინფორმაციით, საჭირო იყო რედაქციული შენიშვნების გათვალისწინება და უახლოეს დროში მოხდება ინიცირების პროცესი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები