ბექა ნაცვლიშვილი: კონსტიტუცია არის საუკეთესო და დაბალანსებული

კონსტიტუციაში ყველა ფუნდამენტურ საკითხზე იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გათვალისწინებული, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილი თვლის, რომ კონსტიტუცია შედგა ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინებით, რაც დღემდე დანერგილია დემოკრატიულ ევროპულ ქვეყნებში. ნაცვლიშვილის აზრით, კონსტიტუციის ჩამოყალიბების პროცესში ოპოზიციის მოთხოვნები არაადეკვატური იყო.
“მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ერთპარტიული დოკუმენტი. ეს არის დიდი კომპრომისის შედეგი, რაც დღეს გვაქვს მიღებული. კონსტიტუცია არის საუკეთესო და დაბალანსებული. ჩვენს პარტიას საკმაოდ განსხვავებული მსოფლმხედველობა გვაქვს, ვიდრე სხვა დანარჩენ პარტიებს. იმ ოპოზიციურ პარტიებს, ვინც კონსტიტუციაში რაღაც სახით ცვლილებებს ითხოვდა არანაირი განსხვავებული მოსაზრებები არ გააჩნდათ, მათი მოთხოვნები იყო იდენტური. მათ კონკრეტულ საკითხებზე ხედვა არა აქვთ”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები