„ის, რომ ბუნდესტაგის არჩევნებიდან ორ დღეში კანცლერი საქართველოს პრემიერს ხვდება, ქართულ-გერმანული ურთიერთობების კარგ ხასიათზე მიუთითებს“

თავად ის ფაქტი, რომ ბუნდესტაგის არჩევნებიდან ორ დღეში გერმანიის კანცლერი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ქართულ-გერმანული ურთიერთობების საკმაოდ კარგ და კონსტრუქციულ ხასიათზე მიუთითებს, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და გერმანიის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი ბერლინში ხვალინდელი შეხვედრისას, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრებენ.
„ყურადღება გამახვილდება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე, რომლებშიც გერმანია საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია“, – განაცხადა ლადო ჭანტურიამ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.
27 სექტემბერს დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელთან. შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერები საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს, რეგიონში არსებულ მდგომარეობას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ასპექტებს განიხილავენ .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები