კახა კუჭავა: კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პრიორიტეტული ხდება გარემოს დაცვის უფლება
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, კონსტიტუციის ახალი რედაქციით პრიორიტეტული ხდება გარემოს დაცვის უფლება და ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომა.
“კონსტიტუციის ახალი რედაქციით პრიორიტეტული ხდება გარემოს დაცვის უფლება და შესაბამის ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომის უფლება ასევე ადამიანის უფლება მონაწილეობა მიიღოს გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, უზრუნველყოფილია ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა და მდგრადი განვითარება ახალი და მომავალი თაობის ინტერესების შესაბამისად”, – განაცხადა კახა კუჭავამ.
საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. რეგისტრაცია 119 დეპუტატმა გაიარა, საიდანაც 117-მა ხმა მისცა ახალ კონსტიტუციას.