გრიგოლ ლილუაშვილი: კონსტიტუციაში გამტკიცდა თვითმართველობების განვითარების საკითხი

დეპუტატის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, კონსტიტუციაში განმტკიცდა ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებისა და დეცენტრალიზაციის საკითხი.
„კონსტიტუციაში გამტკიცდა ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებისა და დეცენტრალიზაციის საკითხი. ახალ რედაქციაში გაჩნდა ჩანაწერი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გადაცემული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სუფსიდირებისა და შესაბამისი ფინანსებით უზრუნველყოფის შესახებ”, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. რეგისტრაცია 119 დეპუტატმა გაიარა, საიდანაც 117-მა ხმა მისცა ახალ კონსტიტუციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები