ზვიად კვაჭანტირაძე: ახალი კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკურ უფლებებს დაიცავს

პოლიტიკური საბჭოს წევრის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, კონსტიტუციის ახალი რედაქციით დარეგულირდა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებისა და განვითარების საკითხი.
“ისტორიაში პირველად კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო აქტით დარეგულირდა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებისა და განვითარების საკითხი. რაც საკანოსტიტუციო დონეზე კიდევ უფრო გაამყარებს ქართული სახელმწიფოს დამოკიდებულებას ქართული დიასპორისადმი. კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ამოღებულია მუხლი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქე, ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში. აღნიშნული საკითხი დარეგულირდება ორგანული კანონით, რაც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების დაცვას. უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებას უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. რეგისტრაცია 119 დეპუტატმა გაიარა, საიდანაც 117-მა ხმა მისცა ახალ კონსტიტუციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები