მარიამ ჯაში: დღეიდან საქართველოში კონსტიტუციით იქნება განმტკიცებული მიწისა და სახელმწიფო ენის დაცვის საფუძვლები

“ახალი კონსტიტუციით ჩვენ ვქმნით მომავალს თავისუფალი, განათლებული და წარმატებული თაობებისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ჯაშმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეიდან საქართველოში კონსტიტუციით იქნება განმტკიცებული მიწისა და სახელმწიფო ენის დაცვის საფუძვლები.
”ახალი კონსტიტუციით ჩვენ ვქმნით მომავალს თავისუფალი, განათლებული და წარმატებული თაობებისათვის. კონსტიტუციის ახალი რედაქცია არის ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ქვეყნის პროგრესული განვითარების გარანტი. დღეიდან საქართველოში კონსტიტუციით იქნება განმტკიცებული მიწისა და სახელმწიფო ენის დაცვის საფუძვლები. რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად კვლავაც ნარჩუნდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი და სეკულარიზმის პრინციპი. კიდევ უფრო ძლიერდება შემოქმედებითი, გამოხატვისა და მედიის თავისუფლება. საინფორმაციო ტექნოლოგიების წვდომისა და ინკლუზიური პოლიტიკით კი ქვეყნის მასშტაბით თითოეულ ადამიანს, თითოეულ თაობას, მიეცემა თანამედროვე სამყაროსთვის აუცილებელი განათლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები”, – განაცხადა ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები