მიხეილ ყაველაშვილი: სპორტი უნდა იდგეს ძლიერ სამართლებრივ საფუძველზე

დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარებაზე სახელმწიფოს ზრუნვის მიზანი არის გრძელვადიანი და შედეგზე ორიენტირებული. სპორტი უნდა იდგეს ძლიერ სამართლებრივ საფუძველზე.
“ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარებაზე სახელმწიფოს ზრუნვის მიზანი არის გრძელვადიანი და შედეგზე ორიენტირებული. სპორტი უნდა იდგეს ძლიერ სამართლებრივ საფუძველზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორი ფორმულირებით აისახება ეს საკითხი ქვეყნის ძირითად კანონში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მუხლი 5. სოციალური სახელმწიფო. მე-6-ე პუნქტი ,,სახელმწიფო ზრუნავს სპორტის განვითარებაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, ბავშვებისა და ახალგაზრდების ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში მათ ჩართვაზე”, რომელიც აფიქსირებს ფიზიკურ აღზრდასა და სპორტის განვითარებაში სახელმწიფოს ზრუნვის მნიშვნელობას. აღნიშნული ფორმულირებით ცვლილება ემყარება სოციალური სახელმწიფოს ძირითად პრინციპებს და მოიცავს სასპორტო საქმიანობის ყველა სეგმენტს, რაც პირველად ფიქსირდება ქვეყნის უზენაესი კანონის ფარგლებში”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. რეგისტრაცია 119 დეპუტატმა გაიარა, საიდანაც 117-მა ხმა მისცა ახალ კონსტიტუციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები