სოფო კილაძე: ადამიანის ღირსება სახელმწიფოსთვის უმთავრესი პრიორიტეტია

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, კონსტიტუციაში ადამიანის უფლებათა თავში პირველ მუხლად განისაზღვრა ადამიანის ღირსება, რაც მიანიშნებს რომ ის სახელმწიფოსათვის უმთავრესი პრიორიტეტია.
“ახალი რედაქციით არსებითად დაიხვეწა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა თავი და მოვიდა შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. ადამიანის უფლებათა თავში პირველ მუხლად განისაზღვრა ადამიანის ღირსება , რაც მიანიშნებს რომ ის სახელმწიფოსათვის უმთავრესი პრიორიტეტია. განმტკიცდა სოციალური სახელმწიფოს პრინციპი. ყველა ზემოთჩამოთვლილი მიუთითებს, რომ კონსტიტუცია ზრუნავს ადამიანების ინტერესებზე, მათ სურვილებსა და საჭიროებებზე. ეს არის კონსტიტუცია რომლის ამოსავალი წერტილიც არის ინდივიდი”, – განაცხადა დეპუტატმა.
საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. რეგისტრაცია 119 დეპუტატმა გაიარა, საიდანაც 117-მა ხმა მისცა ახალ კონსტიტუციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები