ზვიად კვაჭანტირაძე: უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებას უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს

„კონსტიტუციის ახალ რედაქციაში დარეგულირდა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებისა და განვითარების საკითხი, რაც საკონსტიტუციო დონეზე კიდევ უფრო გაამყარებს ქართული სახელმწიფოს დამოკიდებულებას ქართული დიასპორისადმი”,- ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს თანამემამულეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებას უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს.
„კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ამოღებულია მუხლი რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქე ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში. აღნიშნული საკითხი დარეგულირდება ორგანული კანონით, რაც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების დაცვას. უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებას უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“, მესამე მოსმენით, 117 ხმით მიიღო. 114-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი კონსტიტუციურ კანონის პროექტს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები