ნატო ჩხეიძე: მე, ადა მარშანიამ და ემზარ კვიციანმა ხმა წინააღმდეგ მივეცით თუმცა, რატომღაც, სხვანაირად დაფიქსირდა

საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის” წევრი ნატო ჩხეიძე განმარტავს, რომ მას კონსტიტუციური პროექტისთვის ხმა არ მიუცია. როგორც ჟურნალისტებს ჩხეიძემ განუცხადა, ტექნიკური შეცდომა იყო. ჩხეიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ხარვეზები პარლამენტში ხშირად ხდება.
„სხდომაზე 117 დეპუტატი იყო და კონსტიტუციურ პროექტს ხმა ამდენივე დეპუტატმა მისცა, მაშინ როცა მე, ადა მარშანიამ და ემზარ კვიციანმა ხმა წინააღმდეგ მივეცით. არ ვიცი რა მოხდა. ჩვენ ხმა წინააღმდეგი მივეცით, მაგრამ რატომღაც, სხვანაირად დაფიქსირდა. ეს იყო ტექნიკური შეცდომა, რაც იშვიათად, მაგრამ ხდება ხოლმე”, – განაცხადა ჩხეიძემ. პარლამენტმა 117 ხმით 2-ის წინააღმდეგ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები