„კონსტიტუციის ახალ რედაქციაში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული თავდაცვის უზრუნველყოფისთვის საჭირო ყველა ნორმა“

კონსტიტუციის ახალ რედაქციაში მაქსიმალურად მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული თავდაცვის უზრუნველყოფისთვის საჭირო ყველა სამართლებრივი ნორმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. მან ამით პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები შეაფასა.
„კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ერთი მხრივ, უზრუნველყოფილი და განმტკიცებულია თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის, დემოკრატული კონტროლის მაღალი სტანდარტი, მეორე მხრივ კი, მაქსიმალურად მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული თავდაცვის უზრუნველყოფისთვის საჭირო ყველა სამართლებრივი ნორმა, რომელიც ეფექტურ, მოქნილ, ქვეყნისა და მოქალაქეების თავდაცვაზე ორიენტირებულ ძლიერ სისტემას აყალიბებს”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მესამე მოსმენით საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები