ირაკლი კობახიძე: დღეს ჩვენ მივიღეთ ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება

„ჩვენ დღეს მივიღეთ ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით მიიღეს.
ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„პარლამენტის წევრებს განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ამ ისტორიული დოკუმენტის მხარდაჭერისთვის. ჩვენ დღეს მივიღეთ ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ძალიან მყარი საფუძველი ეყრება ისეთ სახელმწიფო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. დიდი მადლობა ერთსულოვნებისთვის, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტმა მესამე მოსმენით საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. საქართველოს კონსტიტუციის პროექტი 117-ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღეს.
კონსტიტუციაში ცვლილებების მიღებას უმრავლესობის წევრები ტაშით შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები