თევდორე კობახიძემ საკრებულოში მოქალაქეები მიიღო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებთან ერთად მოქალაქეები მიიღო. შეხვედრაზე, რომელსაც თევდორე კობახიძე უძღვებოდა, მოქალაქეებისა და იურიდიული პირების განცხადებები განიხილეს, რომელთა უმეტესობა სამშენებლო ნებართვების გაცემას ეხებოდა. კომისიის თავმჯდომარემ პრობლემების გადაწყვეტის მიზნით მიღებაზე მოსულ მოქალაქეებს თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან უშუამდგომლა. მოქალაქეთა მიღებას სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა“ და სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები