ნუკრი ქანთარია “ნაცმოძრაობაზე” – სამწუხაროა, რომ, მათი პოლიტიკური დაკრძალვის ცერემონია გარკვეული მიზეზების გამო შეფერხებულია

“სამწუხაროა, რომ მათი პოლიტიკური დაკრძალვის ცერემონია გარკვეული მიზეზების გამო შეფერხებულია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციის საპასუხოდ განაცხადა.
ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ დიდი ხანია ყოფილი ხელისუფლება თავად არის ჩასვენებული ჩასასავენებელში და ეს ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებით მოხდა.
„უხერხულობის ფონზე მიდის კონსტიტუციის მთელი პროცესი. ამაში ჩვენი წილი პასუხისგებლობაც არის, როგორც მმართველი პარტიის. მაგრამ ბოკერია და მისთანები ვერავითარ გავლენას ამის მეტს ვეღარ მოახდენენ, რადგან ქართული საზოგადოებისთვის დიდი ხანია თავად არიან ჩასვენებულები ჩასასვენებელში. თუმცა, სამწუხაროა, რომ მათი პოლიტიკური დაკრძალვის ცერემონია გარკვეული მიზეზების გამო შეფერხებულია“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში პარლამენტის რიგგარეშე სხდომის პარალელურად, რომელზეც კონსტიტუციის პროექტი მესამე მოსმენით მიიღეს, პარლამენტის შენობასთან აქცია-პერფომანსი გაიმართა, სახელწოდებით „ნაც-ქოცური დემოკრატიის დასამრება“.
აქციის მონაწილენი იმედოვნებენ, რომ პარლამენტი დემოკრატიის მესაფლავეა და ხელისუფლებაც მალე დასამარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები