პარლამენტმა მესამე მოსმენით კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა

117-ხმით, 2-ის წინააღმდეგ – პარლამენტმა მესამე მოსმენით საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა.
სხდომათა დარბაზი, კონსტიტუციური პროექტის განხილვის დროს, ოპოზიციურმა პარტიებმა „ევროპულმა საქართველომ” და „ნაციონალურმა მოძრაობამ” პროტესტის ნიშნად დატოვეს.
კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის ძალაში, ქვეყანა კლასიკურ საპარლამენტო მოდელზე გადადის.
მთავარი იურიდიული დოკუმენტის საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებამდე, პარლამენტი კონსტიტუციურ პროექტს ხელმოსაწერად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გადაუგზავნის. იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი კონსტიტუციურ კანონპროექტს ხელს არ მოაწერს და ვეტოს დაადებს, მას საკანონმდებლო ორგანოსთვის მოტივირებული შენიშვნების წარდგენა და საკუთარი გადაწყვეტილების დასაბუთება მოუწევს.
კონსტიტუციური პროექტისგან განსხვავებით, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის საჭიროა არა 113, არამედ 76 ხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები