“პრეზიდენტს შევთავაზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე ერთად გვესაუბრა სატელევიზიო ეთერში, თუმცა ისიც გაიქცა”

“ოპოზიციის წევრები გარბიან, რადგან მათ ეშინიათ პასუხების მოსმენის. მათ ეშინიათ დიალოგის და დისკუსიის, რადგან ჩვენ ვართ წელში გამართულები და ზურგს გვიმაგრებს ძალიან დახვეწილი დოკუმენტი”,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ის საქართველოს პრეზიდენტს ოპოზიციის მსგავსად, დისკუსიიდან გაქცევაში ადანაშაულებს.
როგორც კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, პრეზიდენტმა მასთან ერთად სატელევიზიო ეთერში დაჯდომას და კონსტიტუციაზე საუბარს თავი აარიდა.
”მე რამდენჯერმე შევთავაზე საქართველოს პრეზიდენტს, რომ ერთად დავმსხდარიყავით სატელევიზიო ეთერში და ერთად გვესაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ისიც გაიქცა ამ შემოთავაზებიდან. ეს არის დღევანდელი ოპოზიციისთვის დამახასიათებელი ნიშანი. ისინი გარბიან, რადგან მათ ეშინიათ პასუხების მოსმენის. მათ ეშინიათ დიალოგის და დისკუსიის, რადგან ჩვენ ვართ წელში გამართულები და ზურგს გვიმაგრებს ძალიან დახვეწილი დოკუმენტი”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები