თამარ ჩუგოშვილი „ევროპული საქართველოს” გადაწყვეტილებას აფასებს: ძალიან საცოდავი შოუ იყო

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი „ევროპული საქართველოს” პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დატოვებას გამოეხმაურა.

„ძალიან საცოდავი შოუ იყო”, – ასეთი რეპლიკით შეაფასა ჩუგოშვილმა ოპოზიციის ქმედება პარლამენტში, სადაც საკონსტიტუციო პროექტის მესამე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უმცირესობის ამ გადაწყვეტილებას სიცილით და სტვენით შეხვდნენ.
„ევროპული საქართველოს” წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენისას პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვეს.
როგორც „ევროპული საქართველოს” წევრები აცხადებენ, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი არის ფარსი და ისინი ამ ფარსში მონაწილეობას არ აპირებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები