”ევროპული საქართველოს” წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენისას პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს

”ევროპული საქართველოს” წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენისას პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვეს.
პარტიის წევრები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი არის ფარსი და ისინი ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.
„კონსტიტუცია არ არის თქვენი პარტიის ცხოვრების წესი, თვენი პარტიის მომავლის დოკუმენტი, კონსტიტუცია არის ქვეყნის განვითარების ფუნდამენტური თამაშის წესები. აქ თქვენ არ გაქვთ უფლება, კონსტიტუცია თქვენ თავზე მოირგოთ. თქვენ ყველა სათითაოდ ხართ პასუხისმგებელი ქვეყნის წინაშე,თქვენ აზიანებთ ქვეყანას“, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ.
პარლამენტში კონსტიტუციურ პროექტზე მესამე მოსმენის რეჟიმში მსჯელობენ.
დეპუტატებს საკონსტუტიციო ცვლილებებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცნობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები