„რაც მეტად იაქტიურებს „ნაცმოძრაობა“ და შეახსენებს თავს საზოგადოებას, საზოგადოება მით უფრო ადეკვატური იქნება”

„ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობა” აპროტესტებს იმ კონსტიტუციას, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავალი უნდა უზრუნველყოს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” წევრები პარლამენტის წინ მომხრეთა მაქსიმალურ მობილიზებას ცდილობენ და გარკვეული დესტაბილიზაციის განცდის შექმნას გეგმავენ.
„ნაცმოძრაობა” ცდილობს პარლამენტის წინ მომხრეთა მაქსიმალურ მობილიზებას და გეგმავს გარკვეული დესტაბილიზაციის განცდის შექმნას რაც ბუნებრივია, არ გამოუვათ. რაც მეტად იაქტიურებს „ნაციონალური მოძრაობა“ და შეახსენებს თავს საზოგადოებას, საზოგადოება მით უფრო ადეკვატური იქნება ასეთი მოვლენების მიმართ. ძალიან სამწუხაროა, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბედავენ ჩვენს ქვეყანაში რაიმეს გაპროტესტებას, მით უმეტეს, როდესაც ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებულ, დასავლური ტიპის კონსტიტუციაზეა საუბარი”, – განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ „არა ერთპარტიულ კონსტიტუციას“ – მსგავსი ლოზუნგით ქუთაისში პარლამენტის შენობასთან საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები დღეს რიგგარეშე სხდომაზე კონსტიტუციური პროექტის მესამე მოსმენით განხილვას აპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები