ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ეს არის დოკუმენტი, რომელიც აგებულია ეროვნულ ინტერესებზე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვისას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი აგებულია ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუციაზე.
მისი თქმით, პირველად ხდება, როდესაც ცვლილებები ტარდება არა მმართველი გუნდის სასარგებლოდ, არამედ ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესების გათვალისწინებით და ინტერესების რეალიზებისთვის.
”დღეს ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს არის დოკუმენტი, რომელიც აგებულია ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუციაზე. პირველად ვიღებთ ჩვენ ასეთ კონსტიტუციას საქართველოში. ჩვენ გვქონდა ნეგატიური და უარყოფითი საკონსტიტუციო ტრადიცია. ყოველთვის, როდესაც იცვლებოდა კონსტიტუცია, იცვლებოდა მმართველი ძალის სასარგებლოდ. პირველად ხდება, როდესაც ცვლილებები ტარდება არა მმართველი გუნდის სასარგებლოდ, არამედ ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესების გათვალისწინებით და ინტერესების რეალიზებისთვის. ეს არის ახალი საკონსტიტუციო კულტურის დამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები