მამუკა არეშიძე: სირიის მხრიდან აფხაზეთის აღიარება რეალურია

სირიის მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლად აღიარება რეალურია და ეს იქნება დამასკოს მადლობა მოსკოვს, – ამის შესახებ “​კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა.
მამუკა არეშეშიძე თვლის, რომ სირიის მხრიდ აფხაზეთის აღიარება, რომც მოხდეს საგანგაშო არ იქნება, რადგან, მისივე განცხადებით, რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფმა რამდენიმე ქვეყანამ აფხაზეთი დამოუკიდებლად უკვე აღიარა, თუმცა ამას არანაირი რეზონანსი არ ჰქონია.
“სირიის მხრიდან აფხაზეთია აღიარება რეალურია, მაგრამ ეს საერთო სურათს არ შეცვლის, დღესდღეობით მსოფლიოში აღიარების ტენდენცია არ არსებობს, ეს პროცესი უკვე შედგა რამდენიმე გაეროს წევრმა ქვეყანამ აღიარა ეს და ეს კომიკურია, მაგრამ ჩვენთვის არ არის სასიამოვნო. ეს არაფერს არ ცვლის, სირია არის სატელიტი რუსეთის და მსოფლიოსთვის გასაგები იქნება ყველაფერი, რომ ეს არის რუსეთის და არა მათი ინიციატივა, თუმცა ფაქტი არაა სასიამოვნო და ჩვენი მხრიდან ყურადღებამისაქცევია.
ჩვენი ბერკეტი ისაა, რომ გვყავს წარმომადგენლობა სირიაში და გამოვიყენებთ ყველა დიპლომატიურ შესაძლებლობას”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები